ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ;

ბ) შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები;

გ) გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი;

დ) ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას თავისი ფუნქციები ჩამოერთვა;

ე) სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს;

ვ) მშობელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული.

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015