გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-2828-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 აპრილი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე- თ----------–-----------ი
მოსარჩელის წარმომადგენელი- პ-----------ა
მოპასუხე- ა---------–--------------------ა
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე- საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრი
მესამე პირის წარმომადგენელი- პ------–------–--ე
დავის საგანი: მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ა---------–---------------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2004 წლის 22 ივლისს დაბადებული რ----–--------------------–--–-----------ის და 2005 წლის 25 ოქტომბერს დაბადებული რ----------------------–--–-----------ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება- მუდმივ ბინადრობაზე თანხმობის გაცემის, საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.
სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2003 წლიდან თ----------–-----------ი და ა---------–--------------------ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ისინი 2011 წლამდე ცხოვრობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯაში, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძიანთ ორი შვილი: 22.07.2004 წელს დაბადებული რ----–---–-----------ი და 25.10.2005 წელს დაბადებული რ-----–-----------ი. 2011 წელს მხარეები დაბრუნდნენ საქართველოში და ცხოვრება განაგრძეს მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში. 2014 წელს თ----------–-----------ს და ა---------–---------------------ს შორის ურთიერთობა დაიძაბა და მოსარჩელე წავიდა სახლიდან, რის შემდეგაც მისი ადგილსამყოფელი მოსარჩელისათვის უცნობია.
სარჩელში მითითებულია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები სწავლობენ ქალაქ რუსთავის #18 საჯარო სკოლაში, თუმცა დედის არ ყოფნის გამო ექმნებათ პრობლემები, კერძოდ, მათ ბინადრობის მოწმობებს მოქმედების ვადა გაუვიდათ 2016 წლის 23 ივლისს და ვიდრე არ მიიღებენ ახალ მოწმობებს მათი უფლებები იზღუდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ----------–-----------ი ითხოვს, რომ მოპასუხე ა---------–---------------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2004 წლის 22 ივლისს დაბადებული რ----–--------------------–--–-----------ის და 2005 წლის 25 ოქტომბერს დაბადებული რ----------------------–--–-----------ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება- მუდმივ ბინადრობაზე თანხმობის გაცემის, საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ა---------–---------------------ს სასამართლოს მიერ ვერ ჩაბარდა სარჩელი და თანდათული მასალა, ვინაიდან მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო -ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მოპასუხის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ, აღნიშნული განჩინების პასუხად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვალს ეცნობა, რომ ა---------–--------------------- 07.06.2014 წელს გავიდა აზერბაიჯანში და მას შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ვერ მოხდა მოპასუხის ადგილსამყოფელის დადგენა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ----------–-----------ს და ა---------–-------------ი ნაგიევას 2004 წლის 22 ივლისს შეეძინათ შვილი რ----–---–-----------ი.
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა (ს.ფ. 14).
3.1.2. თ----------–-----------ს და ა---------–-------------ი ნაგიევას 2005 წლის 25 ოქტომბერს შეეძინათ შვილი რ-----–-----------ი.
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15)
3.1.3. რ----–---–-----------ი და რ-----–-----------ი სწავლობენ სსიპ ქალაქ რუსთავის # 18 საჯარო სკოლის აზერბაიჯანული სექტორის მე-5 კლასში.
მტკიცებულება: 15.11.2017 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 19)
3.1.4. ა---------–-------------ი ნაგიევას საქართველოში რეგისტრირებული მისამართი არ გააჩნია, მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 12 თებერვლამდე დაფიქსირდა სსკგ ,,წითელი ხიდი''-ს გავლით.
მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 29), მომართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (ს.ფ. 36-39)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, rom სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5 მუხლები,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე, 1275-1279-ე, 1281-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ზემოაღნიშნული კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით. კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან აღნიშნულის უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
მოცემულ შემთხვევაში, თ----------–-----------ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნით დგინდება, რომ არასრულწლოვნები რ----–-- და რ-----–-----------ები ცხოვრობენ მამასთან თ----------–-----------თან, ქალაქ რუსთავში, ბავშვები სწავლობენ ამავე ქალაქის # 18 სკოლაში, არიან მეშვიდე კლასის წარმატებული მოსწავლეები. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ბავშვებს არანაირი კავშირი აქვთ დედასთან, ხუთ წელზე მეტია იგი არ უნახავთ და არ იციან მისი ადგილსამყოფელი, მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში არის ყველანაირი საცხოვრებელი პირობები ბავშვების აღზრდა-განვითრებისთვის, თ----------–-----------ს არ აქვს ეკონომიკური პრობლემები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვებზე. ამასთან, ბავშვების მიმართ ბებიის მხრიდანაც ხორციელდება მზრუნველობა.
საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ბავშვების გვერდით დედის არ ყოფნა პრობლემებს უქმნის მათ, ვინაიდან ესაჭიროებათ ბინადრობის მოწმობების ვადის გაგრძელება და საყველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაზღვევის განახლება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პირობებში ილახება არასრულწლოვნების რ----–-- და რ-----–-----------ების განათლების მიღების უფლება, ასევე საქართველოში მამასთან ცხოვრების, საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის უფლება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ა---------–---------------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2004 წლის 22 ივლისს დაბადებული რ----–--------------------–--–-----------ის და 2005 წლის 25 ოქტომბერს დაბადებული რ----------------------–--–-----------ის მიმართ უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება- მუდმივ ბინადრობაზე თანხმობის გაცემის, საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლოს არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესების შესაბამისად მიზანშეწონილად მიაჩნია, ა---------–----------------------ს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, ვინაიდან მითითებული გარემოებებისა და ბავშვისებისათვის სხვა კანონიერი საკითხების საჭიროების შემთხვევაში დროული მოგვარების უზრუნველყოფისათვის, დედის თანხმობის არ არსებობა გამოიწვევს ბავშვების ინტერესების ხელყოფას, რაც დაუშვებელია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს განჩინების სფუძველზე გადავადებული აქვს, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ----------–-----------ის სარჩელი მოპასუხე ა---------–---------------------ს მიმართ მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ა---------–---------------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2004 წლის 22 ივლისს დაბადებული რ----–--------------------–--–-----------ის და 2005 წლის 25 ოქტომბერს დაბადებული რ----------------------–--–-----------ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება- მუდმივ ბინადრობაზე თანხმობის გაცემის, საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.
3. მოპასუხე ა---------–---------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი