გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
140210018002718410
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002718410

საქმე №2/2179-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მ--სი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე _ სსიპ ს--–---–----------------------------------–------------–------–---–--------------------ს ცენტრი

წარმომადგენელი – ლ-–ა ხ-----------ე

მოპასუხეები _ გ------ი ქ-----–ი, მ--ა გ--–-----–---–ი (ტ-----------–---–ი)

დავის საგანი: მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ------ი ქ-----–ისა და მ--ა გ--–-----–---–ისათვის (ტ-----------–---–ი) მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა არასრულწლოვანი შვილის - 2003 წლის 10 თებერვალს დაბადებული ა---ო ქ-----–ის მიმართ.

 

მოსარჩელის განმარტებით, ა---ო ქ-----–ი 2013 წლის 01 ივლისიდან განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და ირიცხება გორის მცირე საოჯახო ტიპის სახლში. ა---ოს მშობლები არ ზრუნავენ მასზე. არასრულწლოვანს ყავს დეიდა, რომელსაც სურვილი აქვს გაიყვანოს სხელმწიფო ზრუნვიდან და თვითონ აღზარდოს ოჯახში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გ------ი ქ-----–სა მ--ა გ--–-----–---–ს (ტ-----------–---–ი) შეეზღუდოთ მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ------ი ქ-----–მა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

2.2. მოპასუხე მ--ა გ--–-----–---–ს (ტ-----------–---–ი) სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ამდენად მისი პოზიცია განსახილველი საკითხის შესახებ უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ გ------ი ქ-----–სა და მ--ა გ--–-----–---–ს (ტ-----------–---–ი) 2003 წლის 10 თებერვალს შეეძინათ შვილი - ა---ო ქ-----–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ა---ო ქ-----–ის დაბადების მოწმობა;

 

3.2. დადგენილია, რომ ა---ო ქ-----–ი 2013 წლის 01 ივლისიდან იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში და 2013 წლის 29 დეკემბრიდან განთავსებულია მცირე საოჯახო ტიპის სახლში. ა---ო ქ-----–ის მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მშობლებს არ აქვთ გააზრებული შვილის მიმართ პასუხისმგებლობა და არ გამოხატავენ მის მიმართ არანაირ მზრუნველობას. დედა, მ--ა გ--–-----–---–ი არ გამოირჩევა მშობლის უნარ-ჩვევებით და არ აქვს სტაბილური შემოსავალი, გარდა სოციალური შემწეობისა. მამას - გ------ი ქ-----–ს, აქვს მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსი, არ შეუძლია შრომა, არის ნასამართლევი და მისი შემოსავალს შეადგენს პენსია 100 ლარი და სოცილური შემწეობა - 100 ლარი.

 

ა---ო ქ-----–ის მზრუნველობაზე სურვილი გამოთქვა დეიდამ, ქეთინო ნონაშვილმა, რომელიც ცხოვრობს ქ-----–ში და ბავშვის მასთან ცხოვრებაზე და ზრუნვაზე თანხმობას აცხადებენ მისი ოჯახის წევრებმაც.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 13 აპრილის დასკვნა;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 1279-ე, 1205-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1279-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ.ამავე კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას, შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებად, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა---ო ქ-----–ი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და მის მშობლებს არ შესწევთ უნარი განახორციელონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დაკისრებული ვალდებულება აღზარდონ შვილი, იზრუნონ მის ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ა---ო ქ-----–ის უფლებებისა და ინტერესების უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად მოპასუხეებს უნდა შეეზღუდოთ მშობლის მხოლოდ წარმოადგენლობითი უფლება სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად, რათა მისმა დეიდამ შეძლოს ბავშვზე სრულფასოვანი ზრუნვა და მისი კანონიერი ინტერესების დაცვა.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ,,სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.”

 

მოსარჩელე ს.ს.ი.პ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო”-ს კასპის რაიონული განყოფილება, როგორც საბიუჯეტო დაწესებულება, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს.

 

საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია და ამავე კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სარჩელის ფასის ნახევარს - 50 (ორმოცდაათი) ლარს. ვინაიდან მოპასუხე გ------ი ქ-----–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამიტომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მ--ა გ--–-----–---–ს 50 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 247-ე-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სსიპ ს--–---–----------------------------------–------------–------–---–--------------------ს ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ------ი ქ-----–სა და მ--ა გ--–-----–---–ს (ტ-----------–---–ი) შეეზღუდოთ შვილის - 2003 წლის 10 თებერვალს დაბადებული ა---ო ქ-----–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

 

3. მოპასუხე მ--ა გ--–-----–---–ს (ტ-----------–---–ი) დაეკისროს სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე