სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით:
ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;
ა1) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე;
ა2) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ა
3) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ა
4) (
ამოღებულია - 19.02.2015, №3096);
ა
5) (
ამოღებულია - 19.02.2015, №3096);
ა
6) (
ამოღებულია - 19.02.2015, №3096);
ა7) განცხადებაზე, რომელიც შეიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნას;
ბ) შეგებებულ სარჩელზე;
გ) მესამე პირის სარჩელებზე, რომელიც დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს დავის საგანზე;
დ) განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ;
ე) სარჩელზე სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ;
ვ) სააპელაციო საჩივარზე;
ზ) საკასაციო საჩივარზე;
თ) კერძო საჩივარზე
;
ი) განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
ი1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ი2) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე, კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებასა და საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე;
კ) განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს 1998 წლის 29 აპრილის კანონი №1365 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998 წ., გვ.41
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.50
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2451 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.388
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის
კანონი №3096
– ვებგვერდი, 27.02.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025