საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:

ა) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;

ბ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;

გ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;

გ1
) სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები;

დ) მოპასუხის მოძებნის ხარჯები;

ე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ვ) ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები
;

ზ
) სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.173

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012