სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლი · სსსკ 49
თავი V — პროცესის ხარჯები # # # #
1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მორიგდებიან ან სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მორიგდებიან ან სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
. (ამოღებულია - 09.12.2025, №1159).
3. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
4. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (11.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება 1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელსსარჩელს, მხარეები მორიგდებიან ან მხარეებისასამართლო მორიგდებიან,მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. 2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელსსარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან,მორიგდებიან მხარეებიან მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 21 . სასამართლო მედიაციის პროცესში დავისდავა მხარეთა შეთანხმებით დასრულებისდასრულდება, შემთხვევაშიმხარეები მოსარჩელესმთლიანად დაუბრუნდებათავისუფლდებიან მისსახელმწიფო მიერბაჟის გადახდილიგადახდისგან. სახელმწიფო. ბაჟის(ამოღებულია 70%.- 09.12.2025, №1159). 3. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. 4. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2878)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 2878-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-456-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2026
…საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. განემარტოს კასატორს, რომ მათ ერთმევათ უფლება, კვლავ გაასაჩივრონ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით. 15. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქმე №ას-596-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2026
…კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანება 16 186.10 ლარის ოდენობით დაეკისრა, საიდანაც ზეპირ მოსმენაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 11 181 ლარის ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი განახევრდება სსსკ-ის 49.1 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით იჯარის თანხის დაკისრების ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში 317.85 ლარს შეადგენს.
საქმე №ას-683-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.09.2026
…საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
…წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. ამავე კოდექსის 273.2 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. 15. სსსკ-ის 49.2 მუხლის ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქმე №ას-1459-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2026
…იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები…
საქმე №ას-1183-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2026
საქმე №ას-1599-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2026
საქმე №ას-24-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
საქმე №ას-556-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2026
საქმე №ბს-431(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2026
საქმე №ას-942-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2026
საქმე №ას-1548-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ბს-123(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ას-1096-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2026
საქმე №ას-1188-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2026
საქმე №ას-1299-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2025
საქმე №ბს-783(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2025
საქმე №ბს-868(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2025
საქმე №ას-1350-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
საქმე №ბს-742(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.11.2025
საქმე №ას-564-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
საქმე №ას-72-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
საქმე №ას-688-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
საქმე №ას-747-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
საქმე №ას-514-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
საქმე №ას-854-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
საქმე №ას-727-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
საქმე №ას-583-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2025
საქმე №ა-194-შ-9-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2025
საქმე №ას-1088-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.09.2025
…- მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 49, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-49/