შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1548-2025
30 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.პ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის” სარჩელი დაკმაყოფილდა:
1. მოპასუხე ნ.პ–ს სს „ს.ბ–ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 24 881.42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 21 102,73 ლარი, პროცენტი- 3501.84 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 150 ლარი, საკომისიო - 126.85 ლარი;
2. მოპასუხე ნ.პ–ს სს „ს.ბ–ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე- 21 102,73 ლარზე, მიუღებელი შემოსავლის სახით - სარჩელის აღძვრიდან (19.09.2019 წ) გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 12.8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7.28 ლარს;
3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა სს „ს.ბ–ის” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ნ.პ–ის კუთვნილი უძრავი ქონება - 1) მდებარე ქ. გურჯაანი, ........... ს/კ #.......... და 2) მდებარე გურჯაანი ..........., ს/კ #......... ;
4. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ.პ–ის სააპელაციო საჩივარი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.პ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 9 თებერვლის გაჩინებით ნ.პ–ის კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
2026 წლის 20 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ნ.პ–ის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მიუთითა, რომ ნ.პ–მა, მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაყიდვის შედეგად, სრულად გადაუხადა სს „ს.ბ–ს“ შეთანხმებული თანხა. რის შემდეგაც, სს „ს.ბ–მა“ თავად მიმართა საჯარო რეესტრს იპოთეკების გაუქმების მოთხოვნით. წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნ.პ–სა და სს „ს.ბ–ს“ შორის მორიგებისა და ამ მორიგების პირობების ორივე მხრიდან შესრულების გამო, რის დასადასტურებლადაც სს „ს.ბ–მა“ 2026 წლის 18 აპრილს გასცა შესაბამისი ცნობა, მხარეთა შორის აღარ არსებობს დავის საგანი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლზე მითითებით მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა და კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება. საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე განცხადებას ერთვის 2026 წლის 18 აპრილის სს „ს.ბ–ის“ ცნობა და 2026 წლის 27 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა (მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) ნ.პ–ის წარმომადგენლის განცხადება და მიიჩნევს, რომ ის საფუძვლიანია და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. კანონის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის” სარჩელი დაკმაყოფილდა: 1) მოპასუხე ნ.პ–ს სს „ს.ბ–ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 24 881.42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 21 102,73 ლარი, პროცენტი- 3501.84 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 150 ლარი, საკომისიო - 126.85 ლარი; 2) მოპასუხე ნ.პ–ს სს „ს.ბ–ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე- 21 102,73 ლარზე, მიუღებელი შემოსავლის სახით - სარჩელის აღძვრიდან (19.09.2019 წ) გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 12.8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7.28 ლარს; 3) დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა სს „ს.ბ–ის” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ნ.პ–ის კუთვნილი უძრავი ქონება - 1) მდებარე ქ. გურჯაანი, ............ ს/კ #......... და 2) მდებარე გურჯაანი ..........., ს/კ #..........; 4) დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ.პ–ის სააპელაციო საჩივარი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. აღნიშნული კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 9 თებერვლის გაჩინებით განსახილველად იქნა მიღებული.
2026 წლის 20 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ნ.პ–ის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მიუთითა, რომ ნ.პ–მა, მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაყიდვის შედეგად, სრულად გადაუხადა სს „ს.ბ–ს“ შეთანხმებული თანხა. რის შემდეგაც, სს „ს.ბ–მა“ თავად მიმართა საჯარო რეესტრს იპოთეკების გაუქმების მოთხოვნით. წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნ.პ–სა და სს „ს.ბ–ს“ შორის მორიგებისა და ამ მორიგების პირობების ორივე მხრიდან შესრულების გამო, რის დასადასტურებლადაც სს „ს.ბ–მა“ 2026 წლის 18 აპრილს გასცა შესაბამისი ცნობა, მხარეთა შორის აღარ არსებობს დავის საგანი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლზე მითითებით მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა და კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება. საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე განცხადებას ერთვის 2026 წლის 18 აპრილის სს „ს.ბ–ის“ ცნობა და 2026 წლის 27 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ მოპასუხის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი იქნა 2026 წლის 18 აპრილის სს „ს.ბ–ის“ ცნობა და 2026 წლის 27 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები. სს „ს.ბ–ის“ 2026 წლის 18 აპრილის ცნობით დასტურდება, რომ ნ.პ–ს სს „ს.ბ–ის“ წინაშე ფინანსური ვალდებულება არ გააჩნია. 2026 წლის 27 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ სს „ს.ბ–მა“, როგორც დაინტერესებულმა პირმა 2026 წლის 24 მარტს განცხადებებით მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა იპოთეკების შეწყვეტის რეგისტრაცია შემდეგ უძრავ ქონებებზე: 1) მდებარე ქ. გურჯაანი, ..........., ს/კ .......... და 2) მდებარე ქ. გურჯაანი. ..........., ს/კ ........... სს „ს.ბ–ის“ აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან, ნ.პ–მა შეასრულა სს „ს.ბ–ის“ წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულება (რაც დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალებით) და აღნიშნული ფულადი ვალდებულების შესრულება მიმდინარე საქმეში წარმოადგენდა დავის საგანს, მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს, მოსარჩელის მიერ შედეგი მიღწეულია, მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულებულია, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს, შესაბამისად, უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის განხილვამდე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო კერძო საჩივრის ავტორს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შეწყდეს საქმის წარმოება სს „ს.ბ–ის” სარჩელზე ნ.პ–ის მიმართ ვალდებულების შესრულებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, დავის საგნის არარსებობის გამო.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინება და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
3. კერძო საჩივრის ავტორს ნ.პ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. ა–ის (პ/ნ .........) მიერ 23.01.2026 წელს, N31559460163 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია