განჩინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) განჩინების მიღების დრო და ადგილი;

ბ) განჩინების მიმღები სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი;

გ) მხარეები და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება;

ე) მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განჩინებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა;

ვ) სასამართლოს დადგენილება;

ზ) განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა.

საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022