1. ოქმს ადგენს მდივანი თვით სასამართლო სხდომაზე ან სხდომის გარეშე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს.
2. ამ კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
3. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.
4. ოქმს ხელს აწერს მხოლოდ სასამართლო სხდომის მდივანი, გარდა ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმს აგრეთვე ხელს აწერს მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავდა – ამ სხდომის თავმჯდომარე.
5. ოქმში შეტანილ ყველა ცვლილებას, შესწორებასა და დამატებას უკეთდება შენიშვნა და მოწმდება ოქმზე ხელის მომწერ პირთა მიერ.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 289. ოქმის შედგენისა და გაფორმების წესი 1. ოქმს ადგენს მდივანი თვით სასამართლო სხდომაზე ან სხდომის გარეშე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. 2. ამ კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვთს. 3. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ. 4. ოქმს ხელს აწერენს მხოლოდ სასამართლო სხდომის მდივანი, გარდა ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმს აგრეთვე ხელს აწერს მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური სასაშემართდგენლობა იხილავდა, – ამ სასამართლხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 5. ოქმში შეტანილ ყველა ცვლილებას, შესწორებასა და დამატებას უკეთდება შენიშვნა და მოწმდება ოქმზე ხელის მომწერ პირთა მიერ. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(13)
საქმე №ბს-50(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
…საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს საქმეზე ოქმის შედგენის სავალდებულოობას სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 287), ამავე კოდექსის 289.3 მუხლის თანახმად, ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების…
საქმე №ბს-1084(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
…სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეხებია პროკურატურის სააპელაციო საჩივარს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.07.2018წ. გადაწყვეტილება უცვლელად არის დატოვებული. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1, 289-ე და 390-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. მოცემულ…
საქმე №ბს-961(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2020
…სხდომის ოქმი. მხარეთა და სხვა საპროცესო სუბიექტთა მონაწილეობით გამართულ სხდომაზე ოქმის შედგენის სავალდებულოობას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლი. ამასთან, ოქმის შედგენის და გაფორმების წესი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით, რომლის შესაბამისად ოქმს ადგენს მდივანი თვით სასამართლო სხდომაზე ან სხდომის გარეშე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების…
…შედავებული იყო ბანკსა და არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენელებს (მშობლებს) შორის დადებული სესხის უზრუნველყოფის შესახებ გარიგება (იპოთეკის ხელშეკრულება), როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება (1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილი, 289-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3111 მუხლი, 54-ე მუხლი). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საკასაციო პალატამ სადავო გარიგებათა მართლოზომიერების შემოწმების კრიტერიუმად კრედიტის…
…რომ 2014 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი საქმეშია, კასატორი ამ ოქმის არარსებობას უკავშირებს მის საქმეში გვიან განთავსების ფაქტს, რაც თავისთავად ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობა ( სსსკ 289.3 მუხლი) მართალია, ადგენს სხდომის ოქმის მომზადების კონკრეტულ ვადას - 3 დღეს, თუმცა ამ ვადის დარღვევის დადასტურების შემთხვევაშიც კი, იგი მაინც ვერ გახდება…
საქმე №ას-889-1175-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2010
საქმე №ას-666-887-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2009
საქმე №ას-657-879-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2008