სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლი · სსსკ 287
თავი XXXII — სასამართლო ოქმი
სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ, აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ მხარეები, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები, ოქმის შედგენა სავალდებულოა.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1120-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
საქმე ეხება სსსკ-ის 287-ე მუხლზე დაფუძნებულ საერთო იპოთეკას, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკით.
საქმე №ბს-158(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2025
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია სასამართლო სხდომის ოქმის შედგენის სავალდებულობა ( სსსკ-ის 287-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა…
საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
…ნიშნებთან ერთად ინდივიდუალური ნიშნების აღწერას მოითხოვდა აგრეთვე ამავე კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილი. სისხლის სამართალში სახელმწიფო ორგანოებზე დაკისრებული ტვირთი უცვლელად გადმოდის ადმინისტრაციულ სასამართლოწარმოებაში. სსსკ-ის 287-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოითხოვდა საგამოძიებო მოქმედების ოქმში ყველა არსებითი გარემოების ასახვას. განსახილველ საქმეზე უდავოა სახელმწიფოს მიერ ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება ნივთმტკიცებად ამოღებულ საგანზე 11.08.2007-23.12.2013წ.
საქმე №ბს-91(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2011 წლის 18 აპრილის განაჩენში სრულად აისახა მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების ყველა პირობა და არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებული ბუნდოვანება - უზუსტობის აღმოფხვრის წინაპირობა; თ) 2016 წლის 28 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა სპს „ი...ის“ წარმომადგენელმა ზ.
საქმე №ას-1122-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2022
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლო სხდომის მიმდინარეობის აუდიოჩანაწერის არარსებობის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმის შედგენა სავალდებულოა.
საქმე №ბს-961(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2020
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 287, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-287/