საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, გარდა ამ კოდექსის 280-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · რედაქცია 09.12.2025
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლი · სსსკ 282
თავი XXX — საქმის წარმოების შეჩერება
საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, გარდა ამ კოდექსის 280-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მიღებული სასამართლო განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას ( სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლი), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ხაზს უსვამს სსსკ-ს 282 მუხლის მნიშვნელობას, რომლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მიღებული სასამართლო განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას ( სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლი), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით გასაჩივრებული გაჩინების გასაჩივრების წესიც არასწორად განსაზღვრა სასამართლომ, როდესაც არ მისცა მხარეებს აღნიშნული განჩინების გასაჩივრების უფლება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად „საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა“.
ასეთ შესაძლებლობას კანონმდებელი უშვებს მხოლოდ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მიმართ, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლით დადგენილია, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, გარდა ამ კოდექსის 280-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 282, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-282/