სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლი · სსსკ 284
თავი XXXI — სასამართლო განჩინება
1. სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.
2. სასამართლო განჩინებას, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ხელს აწერს ეს მოსამართლე, ხოლო თუ იგი მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, – ყველა მოსამართლე.
3. თუ განჩინება მიღებულია სათათბირო ოთახში გაუსვლელად, ის შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
4. განჩინება, რომელსაც სასამართლო იღებს ადგილზე თათბირით, უნდა გამოცხადდეს მიღებისთანავე. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა განჩინება, განმარტავს ამ განჩინების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას, რაც აისახება სხდომის ოქმში.
5. თავმჯდომარე ან მოსამართლე სათათბირო ოთახში მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილს აცხადებს თათბირის შემდეგ. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა განჩინება, განმარტავს ამ განჩინების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას.
6. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ განჩინებას მხარეთათვის გადასაცემად.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
მთავარი მონაცემები
ვადა14 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8861)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 8861-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1120-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საქმე №ას-848-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2026
…186-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 399-ე, 372-ე, 187.2, 284-ე, 285-ე, 408.3 მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა 1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. თ.წ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის ოლქის, საოლქო განყოფილება-კამერონის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების (№ 2022-855) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს: 2.
საქმე №ას-1212-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. თ.ა–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საქმე №ას-842-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.10.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
საქმე №ას-1006-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.10.2026
საქმე №ას-1074-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2026
საქმე №ას-1069-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2026
საქმე №ას-888-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2026
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ვ" ქვეპუნქტით და 284-ე მუხლით და დაადგინა: 1. შპს,,-----"-ის გაკოტრების მმართველი - ----- -ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 284, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-284/