დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 14.09.2026
საქმის ნომერი
ა-4311-შ-143-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
14.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

14 სექტემბერი 2026 წელი საქმე№ა-4311-შ-143-2026 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.გ–კ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ჯ. ოღლი გ–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე№ 75 ГИП20364)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე№ 75 ГИП20364) ე. ჯ. ასულ გ-კ–ას (პ/ნ ........; 4210586........; დაბ. 21.05.1986წ.) სარჩელი ტ.ჯ. ოღლი გ–ვის (დაბ: 22.02.1989წ.) მიმართ დაკმაყოფილდა, 2016 წლის 23 დეკემბერს ქალაქ გროდნოს ლენინსკის რაიონის ადმინისტრაციის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებაში (სააქტო ჩანაწერი 1130) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და განქორწინების შემდეგ ე. ჯ. ასულ გ-კ–ას მიენიჭა ქორწინებამდელი გვარი „კ–ვა“.

2. ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე№ 75 ГИП20364) არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

3. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროის და ადგილის შესახებ, თუმცა ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის.

4. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. მოსარჩელე ე.გ–კ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსიის რესპუბლიკის ქ.გროდნოს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე№75ГИП20364) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე№ 75 ГИП20364) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა განქორწინების შესახებ, ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე № 75 ГИП20364) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. დადგენილია, რომ ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე№ 75 ГИП20364) ე.გ–კ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა და ე. ჯ. ასულ გა-კ–ვას (პ/ნ ........; 4210586 KOOOVF6; დაბ. 21.05.1986წ.) და მოპასუხე ტ.ჯ. ოღლი გ–ვს (დაბ: 22.02.1989წ.) შორის შეწყდა ქორწინება, დადგინდა, რომ ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ე. ჯ. ასულ გ-კ–ვა შეინარჩუნებს გვარს - „კ–ვა“.

10. სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

12. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

13. წარმოდგენილი გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები.

14. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება. კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნული კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე № 75 ГИП20364) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.გ–კ–ვას შუამდგომლობა ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე № 75ГИП20364) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე № 75 ГИП20364), რომლითაც დაკმაყოფილდა ე.ჯ. ასულ გ-კა–ვას (პ/ნ ……..; 4210586 KOOOVF6; დაბ. 21.05.1986წ.) სარჩელი მოპასუხე ტ.ჯ. ოღლი გ–ვის (დაბ: 22.02.1989წ.) მიმართ, შეწყდა გროდნოს ლენინსკის რაიონის ადმინისტრაციის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებაში (სააქტო ჩანაწერი 1130) რეგისტრირებული ქორწინება და განქორწინების შემდეგ ე.ჯ. ასულ გ-კ–ვას მიენიჭა ქორწინებამდელი გვარი „კ–ვა“.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი