დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-593-2026 10 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
კასატორი – ნ.ქ–ია, ტ.ჰ.ე–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.ქ–იას და ტ.ჰ.ე–ის სარჩელი შპს „დ.ჯ–ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „დ.ჯ–ს’’ ნ.ქ–იასა და ტ.ჰ.ე–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 11 250.00 აშშ დოლარის ანაზღაურება; შპს „დ.ჯ–ს’’ ნ.ქ–იასა და ტ.ჰ.ე–ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 5 152.32 აშშ დოლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 ივლისის განჩინებით, ნ.ქ–იასა და ტ.ჰ.ე–ის წარმომადგენლების, გ.ყ–ისა და ს.ს–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; წარმოდგენილ შეგებებულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 4292.9 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა პირადი ან კვალიფიკაციური ელექტრონული ხელმოწერით. ასევე, ტ.ჰ.ე–ს დაევალა მის მიერ გ.ყ–ისა და ს.ს–ის სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე-98-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი მინდობილობის ან უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამავე პალატის 2026 წლის 29 ივლისის განჩინებით კი, ნ.ქ–იას წარმომადგენელ გ.ყ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ.ქ–იასა და ტ.ჰ.ე–ს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 4292.9 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი პირადი ან კვალიფიკაციური ელექტრონული ხელმოწერით, ხოლო, ტ.ჰ.ე–ს დამატებით დაევალა მის მიერ გ.ყ–ისა და ს.ს–ის სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე-98-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი მინდობილობის ან უშუალოდ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ხოლო, ამავე პალატის 2026 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, კიდევ ერთხელ დაგკმაყოფილდა გ.ყ–ის შაუმდგომლობა და კასატორებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა 10 (ათი) დღით.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ნ.ქ–ას წარმომადგენელ გ.ყ–ს ფოსტის, ხოლო ტ.ჰ.ე–ს ელექტრონულის ფოსტის მეშვეობით გაეგზავნათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 ივლისის განჩინებით, ნ.ქ–იასა და ტ.ჰ.ე–ის წარმომადგენლების, გ.ყ–ისა და ს.ს–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; წარმოდგენილ შეგებებულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 4292.9 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა პირადი ან კვალიფიკაციური ელექტრონული ხელმოწერით. ასევე, ტ.ჰ.ე–ს დაევალა მის მიერ გ.ყ–ისა და ს.ს–ის სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე-98-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი მინდობილობის ან უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამავე პალატის 2026 წლის 29 ივლისის განჩინებით კი, ნ.ქ–იას წარმომადგენელ გ.ყ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ.ქ–იასა და ტ.ჰ.ე–ს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 4292.9 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი პირადი ან კვალიფიკაციური ელექტრონული ხელმოწერით, ხოლო, ტ.ჰ.ე–ს დამატებით დაევალა მის მიერ გ.ყ–ისა და ს.ს–ის სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე-98-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი მინდობილობის ან უშუალოდ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ხოლო, ამავე პალატის 2026 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, კიდევ ერთხელ დაკმაყოფილდა გ.ყ–ის შაუმდგომლობა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა 10 (ათი) დღით.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, ნ.ქ–ას წარმომადგენელ გ.ყ–ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და მეორე წარმომადგენელს, ს.ს–ს ჩაბარდა 2026 წლის 17 აგვისტოს (იხ.შეტყობინების ბარათი). ხოლო, ტ.ჰ.ე–ისათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების მიღება მხარემ დაადასტურა 2026 წლის 14 აგვისტოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა, ნ.ქ–ასათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 18 აგვისტოს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2026 წლის 27 აგვისტოს - ხუთშაბათს. ხოლო, ტ.ჰ.ე–ისათვის დაიწყო 2026 წლის 15 აგვისტოს და ამოიწურა 2026 წლის 24 აგვისტოს - ორშაბათს. დადგენილ ვადაში არცერთ კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ქ–იასა და ტ.ჰ.ე–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი