სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლი · სსსკ 61
თავი VII — საპროცესო ვადები #
1. წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს.
2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5975)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 5975-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1212-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2026
სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). თ.ა–ძემ 2026 წლის 07 აგვისტოს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 63-ე დღეს) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ კანონით…
საქმე №ას-884-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2026
სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
საქმე №ას-1074-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2026
…შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში.
საქმე №ას-715-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2026
საკასაციო სასამართლო, საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულების საკითხის შეფასებისას, მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმე №ას-899-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2026
შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5-დღიანი ვადის ათვლა ჩაბარების მომდევნო დღეს, 2026 წლის 01 მაისს დაიწყო და იმავე წლის 05 მაისს დასრულდა, თუმცა აღნიშნული ვადის დაცვით აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
საქმე №ას-573-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2026
საქმე №ას-920-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2026
საქმე №ას-943-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2026
საქმე №ას-940-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2026
საქმე №ას-1106-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2026
საქმე №ას-959-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2026
საქმე №ას-730-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2026
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59 – 69-ე მუხლებით დადგენილი წესი“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „თუ უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე“.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 61, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-61/