სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი · სსსკ 59
თავი VII — საპროცესო ვადები #
1. საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
2. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
3. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, შრომითი ურთიერთობებიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნების შესახებ, ცილისწამებასთან დაკავშირებული და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა.
. ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო საქმეები განიხილება მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენიდან ან მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარებიდან არა უგვიანეს 45 დღისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 60 დღისა.
წინა რედაქცია (11.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა 1. საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. 2. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. 3. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, შრომითი ურთიერთობებიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნების შესახებ, ცილისწამებასთან დაკავშირებული და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა. 31 . ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო საქმეები განიხილება მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენიდან ან მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარებიდან არა უგვიანეს 45 დღისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 60 დღისა. 32 „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საქმეს სასამართლო განიხილავს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა. საქმის განმხილველი სასამართლოს განჩინებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. 4. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1816 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4646)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 4646-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1120-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2026
…დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 22 სექტემბერს და ამოიწურა 2026 წლის 01 ოქტომბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. 19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
საქმე №ას-1258-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2026
სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
საქმე №ას-1212-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2026
…იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საქმე №ას-985-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2026
…შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გამოტანილ განჩინებას კერძო საჩივრის ავტორები უკანონოდ მიიჩნევენ იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ მიეცათ საჭირო დრო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად. 11. სსსკ-ის 59.2 მუხლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
საქმე №ას-884-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2026
სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
საქმე №ას-1074-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2026
საქმე №ას-1069-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2026
საქმე №ას-506-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2026
საქმე №ას-715-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2026
საქმე №ას-812-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2026
საქმე №ას-795-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2026
საქმე №ას-899-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2026
საქმე №ას-573-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2026
საქმე №ას-920-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2026
საქმე №ას-943-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2026
საქმე №ას-940-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2026
საქმე №ას-959-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2026
საქმე №ას-730-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2026
…ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 59, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-59/