უზენაესი სასამართლოს განჩინება N ბს-378(კ-26)
📄 სრული ტექსტი
საქმე N ბს-378(კ-26)
08 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს ,,-----"
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განჩინება
დავის საგანი: მოგების გადასახადის დარიცხვის კანონიერება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „------“-მ 2022 წლის 09 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2021 წლის 06 დეკემბრის №37603 ბრძანებისა და 2021 წლის 07 დეკემბრის №007-459 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 თებერვლის №4414 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 04 აპრილის №16004/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ. საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „-----"-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „-----"-ს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 01 მაისის განჩინებით, შპს „-----"-ს საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 2 253 ლარისა და 60 თეთრის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენა.
2026 წლის 27 მაისს შპს „-----"-ს წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 01 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გონივრული პერიოდით გაგრძელება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „-----"-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს. ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი. საპროცესო ვადის დენა იწყება იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. ასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო ხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰმარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუსლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის მიმღების ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების სელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 01 მაისის განჩინების ასლი შპს „-----"-ს წარმომადგენელს -----ს 2026 წლისს 08 მაისს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. რომელიც პირადად ჩაჰბარდა 2026 წლის 13 მაისს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ათ დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 14 მაისს და ამოიწურა 2026 წლის 25 მაისს 24 საათზე (ორშაბათი). თუმცა კასატორის წარმომადგენელმა დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით 2026 წლის 27 მაისს, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ მომართა საქართველოb უზენაეს სასამართლოს, აღნიშნული გარემოებები კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით. საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „-----"-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები:
გ. აბუსერიძე
მ.ვაჩაძე
ბ.სტურუა
სადავო საკითხი
მოგების გადასახადის დარიცხვის კანონიერება
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ საგადასახადო მოთხოვნისა და დავების საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (მოგების გადასახადის დარიცხვის კანონიერების) თაობაზე. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც კასატორმა საკასაციო წესით გასაჩივრა. უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 1 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის (2 253.60 ლარი) გადაუხდელობის გამო დადგინდა ხარვეზი. განჩინება კასატორს პირადად ჩაჰბარდა 2026 წლის 13 მაისს და მისი შევსების 10-დღიანი ვადა 25 მაისს ამოიწურა. კასატორის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით სასამართლოს მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ — 2026 წლის 27 მაისს მიმართა.
გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
დასაბუთება
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით