სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი · სსსკ 60
თავი VII — საპროცესო ვადები #
1. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.
2. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (23.06.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 60. საპროცესო ვადის გამოთვლა 1. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. 2. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადავადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომიმომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6313)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 6313-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1120-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2026
…წლის 21 სექტემბერს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად. 18. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2026 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 22 სექტემბერს და ამოიწურა 2026 წლის 01 ოქტომბერს.
საქმე №ას-1212-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2026
სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). თ.ა–ძემ 2026 წლის 07 აგვისტოს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 63-ე დღეს) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ…
საქმე №ას-884-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2026
სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
საქმე №ას-1074-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2026
…საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, გაეგზავნა ი.ნ–ს პ/ნ......... საკასაციო საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად მას 2026 წლის 10 აგვისტოს (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ. I, ს.ფ. 158). სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით.
საქმე №ას-928-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2026
საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზეც, რომელიც გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დაწყებას აწესრიგებს და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (იხ.
საქმე №ას-812-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2026
საქმე №ას-795-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2026
საქმე №ას-899-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2026
საქმე №ას-573-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2026
საქმე №ას-920-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2026
საქმე №ას-943-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2026
საქმე №ას-940-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2026
საქმე №ას-1106-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2026
საქმე №ას-959-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2026
საქმე №ას-730-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2026
საქმე №ას-814-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2026
…არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი. საპროცესო ვადის დენა იწყება იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კომპანიას არცერთ ეტაპზე არ ჩაბარებია ხელზე შემოსავლების სამსახურის ზემოთ მითითებული აქტები და რომ საჩივრის ავტორი სწორედ ამ ფაქტს ხდიდა საჩივარში სადაოდ, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ ამ კითხვას პასუხი არცერთ ეტაპზე არ გასცა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 60, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-60/