გადაწყვეტილება №21265/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21265/2/2023
01 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 7.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21265/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2020 წლის №086-74 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21975 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 783 159 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 435 546
ბუნებრ. რესურ. სარგებლ. მოსაკრებელი - 11 848
დღგ - 172 481
მოგების გადასახადი - 31
საშემოსავლო გადასახადი - 251 186
ჯარიმა - 214 551
საურავი - 133 062
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.05.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 27 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2020 წლის №35679 ბრძანება და 3.12.2020 წლის №086-74 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14140 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
იგივე მოთხოვნით მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 31 აგვისტოს წარადგინა №147818/21-17 საჩივარი, რომელიც შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21975 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება), დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 8 ივლისის №18596 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2020 წლის 27 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2 დეკემბრის №35679 ბრძანება და 3 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნა შპს „-------ს“ მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 18 იანვარს. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14140 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „------ს“ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით კომპანიისათვის ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2020 წლის 27 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2 დეკემბრის №35679 ბრძანება და 3 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 18 იანვარს და შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14140 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა თავისი წერილით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაინტერესებულ მხარისათვის სადავო აქტი ხელზე არ ჩაუბარებია, ამავე დროს დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საჩივრის განხილვის დროს დაინტერესებული მხარე მიწვეული არ ყოფილა არცერთ ეტაპზე.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით დადასტურდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ გაეცნო საჩივრის შინაარსს, შედეგად პასუხი არ გასცა კომპანიის 2023 წლის 31 აგვისტოთი დათარიღებულ №147818/01-11 საჩივარს სრულყოფილად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საჩივრის ავტორს სადაო ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა არ გაუშვია და მას ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი საჩივრის განხილვაზე.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კომპანიას არცერთ ეტაპზე არ ჩაბარებია ხელზე შემოსავლების სამსახურის ზემოთ მითითებული აქტები და რომ საჩივრის ავტორი სწორედ ამ ფაქტს ხდიდა საჩივარში სადაოდ, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ ამ კითხვას პასუხი არცერთ ეტაპზე არ გასცა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2020 წლის 27 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2 დეკემბრის №35679 ბრძანება და 3 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნა შპს „-------ს“ მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 18 იანვარს. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14140 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
იგივე მოთხოვნით მომჩივანმა 2023 წლის 31 აგვისტოს მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დატოვა განუხილველი.
ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2020 წლის 27 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2 დეკემბრის №35679 ბრძანება და 3 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნა მომჩივნის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 18 იანვარს. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14140 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. იგივე მოთხოვნით მომჩივანმა 2023 წლის 31 აგვისტოს მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დატოვა განუხილველი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ზ".