კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (14 მუხლი)
|
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება №30/ნ |
|
2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
დამტკიცდეს თანდართული „კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქცია“.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
|
2. წინამდებარე ინსტრუქციით, ასევე განისაღვრება აღსრულების პროცედურული საკითხები.
ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო;
ბ) კანონი – „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ბრძანება – სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე;
დ) სამართალდამრღვევი პირი – კომერციული ბანკი და მიკრობანკი, რომელმაც ჩაიდინა კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
2. კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციულ ბანკს და მიკრობანკს დაეკისრება ფულადი სანქცია დარღვევის გამოვლენისას, ერთჯერადად, მიუხედავად მანამდე ჩადენილი დარღვევის რაოდენობისა.
3. კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციულ ბანკს და მიკრობანკს დაეკისრება ფულადი სანქცია დარღვევის გამოვლენისას, ერთჯერადად, მიუხედავად მანამდე ჩადენილი იმავე სახის დარღვევის რაოდენობისა.
4. კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრძანების შედგენა ხდება, დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 10 (ათი) დღით გადახდის ვადაგადაცილებისა. თუ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 10 (ათი) დღეს და სამართალდამრღვევის მიერ დარღვევა ჯერაც არ გამოსწორებულა, ამ შემთხვევაში სააგენტოს უფროსი გამოსცემს ბრძანებას, სადაც აისახება 10 დღის ვადაგადაცილების ჯარიმა, ხოლო შემდეგ გამოსცემს მეორე ბრძანებას ვადაგადაცილებულ დღეთა პროპორციულად, ამ პუნქტის თავისებურებათა გათვალისწინებით.
5. სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ბრძანება იმავდროულად წარმოადგენს საჯარიმო ქვითარს, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევისათვის (კომერციული ბანკი/მიკრობანკი) ფულადი სანქციის (შემდგომში – ჯარიმა) დაკისრება და რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად.
6. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით.
ა) ბრძანების ნომერი;
ბ) ბრძანების შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;
გ) ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
დ) სამართალდამრღვევი პირის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართი;
ე) სამართალდარღვევის არსი;
ვ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ზ) ჯარიმის ოდენობა;
თ) გასაჩივრების წესი.
2. ბრძანება გამოიცემა შესაბამის ტიტულოვან ქაღალდზე (ბლანკზე) და ხელს აწერს უფლებამოსილი პირი.
2. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება სამართალდამრღვევი პირის წარმომადგენლისთვის მისი ჩაბარების მომენტიდან. ამ მუხლის მიზნებისთვის სამართალდამრღვევი პირის წარმომადგენლად მიიჩნევა სამართალდარღვევი პირის საქმისწარმოების სტრუქტურული ერთეულის (კანცელარია) წარმომადგენელი.
სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბრძანება, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბრძანების გამოცემის თარიღი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:
სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ უფროსი ------------------------------
ბეჭდის ადგილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება „კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- „კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 27.12.2024. მიმღები ორგანო — სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №30/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 220050000.66.078.016032.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 14 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება „კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №30/ნ, 27.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6360068/