1. ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.
2. სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მოსარჩელის მიერ განჩინების ჩაბარებიდან, ხოლო ჩაუბარებლობის შემთხვევაში − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან მეორე დღეს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.
4. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
5. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები არ ვრცელდება ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, ასევე პატიმრობაში მყოფ იმ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
6. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები შესაძლებელია გავრცელდეს ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6144 – ვებგვერდი, 25.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.05.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 08.05.2012 კანონი №6144
- 28.12.2011 კანონი №5667
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(125)
- საქმე №ას-836-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
…სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 7.2.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით; 7.2.2. საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, თუმცა მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარება მოსარჩელემ მისთვის ცნობილ მისამართზე…
- საქმე №ას-379-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2025
…და თანდართული მასალები ჩაიბარა (იხ: ზ.ხ–ძის საჩივარი, ტ.1, ს.ფ. 74, პირველი აბზაცი). 13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით…
- საქმე №ას-360-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
…მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. 24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეასრულა სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, 2 თვის ვადაში მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის თაობაზე. საქმის…
- საქმე №ას-598-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
…უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. 16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, 2 თვის ვადაში მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის თაობაზე. საქმის…
- საქმე №ას-408-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
…თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 31 დეკემბრის ჩათვლით’’; ასევე - მოპასუხისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის 3838.43 ლარის გადახდის დაკისრება; 5. საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს, სსსკ-ის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. 2020 წლის 30 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს…
- საქმე №ას-668-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
- საქმე №ას-1503-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-916-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-1182-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2023
- საქმე №ას-1412-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2023
- საქმე №ას-1391-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ას-143-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2022
- საქმე №ას-205-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2022
- საქმე №ას-1382-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ას-759-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
- საქმე №ას-1454-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-1318-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2021
- საქმე №ას-1189-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ას-1491-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №ას-811-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2021
- საქმე №ას-559-559-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2020
- საქმე №ას-103-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2020
- საქმე №ას-975-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2020
- საქმე №ას-438-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2020
- საქმე №ას-584-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
- საქმე №ას-152-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2019
- საქმე №ას-989-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2019
- საქმე №ას-591-591-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2019
- საქმე №ას-509-509-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
- საქმე №ას-1871-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-1004-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-1300-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ას-887-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2018
- საქმე №ას-105-105-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2018
- საქმე №ას-1107-1027-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2018
- საქმე №ას-1066-986-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2017
- საქმე №ას-729-682-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2017
- საქმე №ას-500-468-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ას-964-929-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2017
- საქმე №ას-951-916-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 125-დან.