1. კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლებამოსილ პირს  უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, აგრეთვე, გამოიყენოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა და მართვის ერთიანი ან/და მონაცემთა დამუშავების ავტომატური საშუალებები, ასევე ელექტრონული ფოსტა ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებები.

2. ინსპექტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ზედამხედველობის ობიექტებსა და  მესამე პირს ბარდებათ ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების ისეთი განსხვავებული წესით, რაც ჩაბარების დადასტურების საშუალებას იძლევა. დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია ასევე სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში.

3. უფლებამოსილი პირი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტების ჩაბარების რომელი ფორმა გამოიყენოს და რომელ მისამართზე გააგზავნოს იგი.

4. თუ პირველად გაგზავნისას დოკუმენტების ზედამხედველობის ობიექტის ან/და მესამე პირისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი შესაბამის პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სხვა საშუალების გამოყენებით.

თავი V

ინსპექტირების დასრულების შესახებ გადაწყვეტილება, მისი აღსრულება და ამ წესით გათვალისწინებული აქტების გასაჩივრების ვა