1. კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, აგრეთვე გამოიყენოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა და მართვის ერთიანი ან/და მონაცემთა დამუშავების ავტომატური საშუალებები, ასევე ელექტრონული ფოსტა ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებები.

2. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებული დოკუმენტები მხარეს, დაინტერესებულ პირსა და მესამე პირს ბარდებათ ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების ისეთი განსხვავებული წესით, რაც ჩაბარების დადასტურების საშუალებას იძლევა. დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია ასევე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში.

3. სამსახურის თანამშრომელი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტების ჩაბარების რომელი ფორმა გამოიყენოს და რომელ მისამართზე გააგზავნოს იგი.

4. თუ პირველად გაგზავნისას დოკუმენტების მხარისათვის, დაინტერესებული პირისათვის ან/და მესამე პირისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი შესაბამის პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სამსახურისთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სხვა საშუალების გამოყენებით.

5. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოყენება/ჩაბარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი