1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებია მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის საქმეების გაერთიანება და გაყოფა.

2. საქმეების გაერთიანებისას, სამსახური ითვალისწინებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაში მიეთითება ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცი