1. ამ წესით დადგენილი ვადა აითვლება მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების დღიდან, ხოლო განცხადების შემთხვევაში, მისი განსახილველად მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ მხარე ამ წესის შესაბამისად ვალდებულია განახორციელოს რაიმე მოქმედება განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ათვლა დაიწყება მხარისთვის შესაბამისი მოქმედების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდების/დოკუმენტის ჩაბარებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

3. ამ წესის მიზნებისთვის, დოკუმენტების სამუშაო დროს სამსახურში წარმოდგენის შემთხვევაში, მათი წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება სამსახურში წარმოდგენის დღე, ხოლო არასამუშაო დროს/უქმე/დასვენების დღეს წარმოდგენის შემთხვევაში – მომდევო პირველი სამუშაო დღე. თუ სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე თანამშრომელი ამ წესის შესაბამისად ვალდებულია განახორციელოს რაიმე მოქმედება განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი დოკუმენტის სამსახურში წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

5. კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, განსაზღვრული ვადა მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე – ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას.

6. თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე/დასვენების დღეს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადაზ