1. თუ სამსახურის თანამშრომელი მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით მიიჩნევს, რომ სახეზეა კანონის 66-ე−87-ე მუხლ(ებ)ით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი დაერთვის საქმეს, ხოლო მეორე, დაუყოვნებლივ წარედგინება გასაცნობად სამართალდამრღვევს, თუ იგი ესწრება ოქმის შედგენის პროცესს, ხოლო თუ იგი არ ესწრება სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პროცესს – ეგზავნება ამ წესის 38-ე მუხლის შესაბამისად, ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი სამსახურის თანამშრომელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი, თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ან მისი წარმომადგენლის მიერ ოქმის ხელმოწერაზე ან მის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი.
4. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ წარმოადგინონ ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის თაობაზე, ასევე ჩამოაყალიბონ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები.
5. თუ გადაწყვეტილების მიღებისას სამსახურის უფროსი არ იზიარებს სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მტკიცებულებათა ერთობლიობით არ მიიჩნევს, რომ პირის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა, იგი არ აკისრებს პირს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ მიიჩნევა მტკიცებულებად და მის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია არ იქნეს ასახული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებაში.
6. გადაწყვეტილების მიღებისას სამსახურის უფროსი უფლებამოსილია იმსჯელოს იმ სამართალდარღვევებზეც, რომელთა თაობაზეც სამსახურის თანამშრომლის მიერ არ იქნა შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ოქმი დგება სამსახურის უფროსის ან მისი ზეპირი დავალებით სამსახურის თანამშრომლის მიერ და იგი სამართალდამრღვევ პირს ოფიციალურად, გასაცნობად გადაეცემა გადაწყვეტილებასთან ერთად ამ წესის 38-ე მუხლით დადგენილი წესით.
7. რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, სამსახური ხელმძღვანელობს კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესი