1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია, ადგილზე ვიზიტით ან დისტანციურად, განახორციელოს ადგილზე შემოწმება. ადგილზე შემოწმება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მონაცემთა დამუშავების კანონიერების სრულყოფილად შესწავლა სხვაგვარად ობიექტურად შეუძლებელი ან არაეფექტურია;
ბ) საჭიროა მონაცემთა დამუშავების მიზნით გამოყენებული კომპიუტერული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, კომპიუტერული სისტემების) უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომების შესაფასებლად ან/და კანონთან შესაბამისობის დასადგენად;
გ) საჭიროა მონაცემთა დამუშავების პროცესის ან დოკუმენტაციის ადგილზე შესწავლა ან/და ამ წესის 30-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერიმენტის ჩატარება;
დ) არსებობს სხვა გარემოება, რაც მიზანშეწონილს ხდის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოებების ადგილზე შესწავლას.
2. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილზე შემოწმება დასაშვებია მხოლოდ მესაკუთრის/საცხოვრებელი ადგილის მფლობელის თანხმობით.
3. ადგილზე შემოწმების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით, რომელიც გამოიცემა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი თანამშრომლის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაში მიეთითება ამ წესის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამსახურის იმ თანამშრომლ(ებ)ის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნომერი, რომელ(ებ)იც უფლებამოსილი არიან ჩაატარონ ადგილზე შემოწმება. ადგილზე შემოწმების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებითაც.
4. ადგილზე შემოწმების ფარგლებში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ობიექტის ტერიტორიაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას სამსახურის თანამშრომლის დაშვების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი პირადობის მოწმობა.
5. ადგილზე შემოწმებისას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია დაემორჩილოს სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, მათ შორის, დროულად და სრულად მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონული ფორმით არსებული ვიდეო ან აუდიოჩანაწერი), მისცეს საშუალება დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, შეამოწმოს შესაბამისი კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურა, დააკვირდეს მონაცემთა დამუშავების პროცესს, განახორციელოს ფოტო/ვიდეო/ვიდეო-აუდიო გადაღება ან/და მტკიცებულების შეგროვების მიზნით გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი მოქმედება. დაუშვებელია სამსახურის თანამშრომლის მიერ უფლებამოსილების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესის შეფერხება. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შეფერხებისკენ მიმართული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ნებისმიერი ქმედება უთანაბრდება დოკუმენტის/ინფორმაციის მიუწოდებლობას, რის გამოც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის 86-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
6. სამსახურის თანამშრომელი ადგილზე შემოწმების დაწყებამდე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს აწვდის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
7. ადგილზე შემოწმებისას სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს თან იქონიოს საჭირო აღჭურვილობა და მასალები, მათ შორის:
ა) კავშირგაბმულობის საშუალებები;
ბ) პორტატული პერსონალური კომპიუტერი;
გ) აუდიოჩამწერი, ფოტო და ვიდეოკამერა;
დ) სხვა აღჭურვილობა ან მასალები/დოკუმენტები, რომლებიც ესაჭიროება ადგილზე შემოწმების განხორციელებისა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
8. ადგილზე შემოწმებისას სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ამ წესის 33-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ