1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს, მათ შორის დაინტერესებულ პირს, მესამე პირს ან მხარესთან კავშირში მყოფ პირს ჩამოართვას ახსნა-განმარტებები.

2. მოწმის მიერ ახსნა-განმარტებების მიცემა ნებაყოფლობითია. თუ მოწმე გადაწყვეტს ახსნა-განმარტებების მიცემას, იგი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია.

3. ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის მიზნით, მოწმის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში ან სხვა შესაბამის ადგილას გამოძახებას წერილობითი ან ზეპირი კომუნიკაციის ფორმით, უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელი. სამსახურის თანამშრომელი, ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის შესახებ მოწმისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, აწვდის მას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

4. თუ მოწმე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის  ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის თანამშრომელია, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ახსნა-განმარტებების მისაცემად სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გამოძახების თაობაზე ინფორმაციის მოწმისათვის მიწოდება ან/და ახსნა-განმარტებების მისაცემად თანამშრომლის გამოცხადების უზრუნველყოფა სთხოვოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც თავის მხრივ, ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტი დაუყოვნებლივ მიაწოდოს ადრესატს და უზრუნველყოს მისი სამსახურის თანამშრომლის მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილზე გამოცხადება. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა  ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა ადრესატისათვის ინფორმაციის/დოკუმენტის გადაცემის, ხოლო გადაუცემლობის შემთხვევაში აღნიშნულის მიზეზის, ასევე ახსნა-განმარტებების მისაცემად თანამშრომლის გამოცხადების უზრუნველყოფის შეუძლებლობის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამსახურის თანამშრომელს.

5. არასრულწლოვანი მოწმისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესს უნდა დაესწროს არასრულწლოვნის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

6. ახსნა-განმარტებების მიცემისას მოწმე თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ინფორმაციას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს შეკითხვა დაუსვას მოწმეს ახსნა-განმარტებების მიცემის ნებისმიერ მომენტში. მოწმის მიერ მოწოდებული გარემოებების ან დეტალების დასაზუსტებლად, დასაშვებია მოწმისთვის ახსნა-განმარტებების განმეორებით ჩამორთმევა, აგრეთვე მოწმის მხარესთან ან სხვა მოწმესთან დაპირისპირება მათ ახსნა-განმარტებების შორის წინააღმდეგობათა გასარკვევად.

7. მოწმის ახსნა-განმარტებების მიღება შეიძლება განხორციელდეს წერილობით ან ზეპირად – სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, სხვა ადგილზე ან დისტანციური ფორმით. მოწმისთვის ზეპირი ფორმით ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

8. ახსნა-განმარტებების ზეპირად ჩამორთმევის, ასევე ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის მიზნით, მოწმის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში ან სხვა შესაბამის ადგილას ზეპირი კომუნიკაციის ფორმით გამოძახებისას, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ამ წესის 33-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ