1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში სამსახური ვალდებულია დაადგინოს:
ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებისას იყო თუ არა დაცული კანონით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა წესები და მოთხოვნები;
ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
გ) ბრალეულია თუ არა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში;
დ) არის თუ არა სახეზე კანონის 61-ე და 62-ე მუხლებით, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები;
ე) ექვემდებარება თუ არა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;
ვ) სხვა გარემოებები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებები