1. ინსპექტირების პროცესში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს:

ა) ზედამხედველობის ობიექტის მიერ დაცულია თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და მოთხოვნები ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირებისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ;

ბ) ზედამხედველობის ობიექტის მიერ ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

გ) ექვემდებარება თუ არა ზედამხედველობის ობიექტი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;

დ) სხვა გარემოებები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებები