1. ინსპექტირების პროცესში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს:
ა) ზედამხედველობის ობიექტის მიერ დაცულია თუ არა კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და მოთხოვნები ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს სერტიფიცირებისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ;
ბ) ზედამხედველობის ობიექტის მიერ ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
გ) ექვემდებარება თუ არა ზედამხედველობის ობიექტი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;
დ) სხვა გარემოებები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებები