1. უფლებამოსილი პირი ზედამხედველობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, სარკინიგზო უსაფრთხოების წესით, ამ წესითა და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. ინსპექტირების პროცესში, უფლებამოსილმა პირმა ასევე უნდა გაითვალისწინოს სხვა, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და უნდა დაიცვას ისინი.

2. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:

ა) შეამოწმოს სარკინიგზო საწარმოს უსაფრთხოების სერტიფიკატი და ინფრასტრუქტურის მენეჯერის უსაფრთხოების ავტორიზაცია;

ბ) შესაბამისი პირებისგან და ორგანოსაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ზედამხედველობის განხორციელებისთვის;

გ) საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ შერჩეული მეთოდის გამოყენებით, ადგილზე შეაგროვოს მტკიცებულება;

დ) განახორციელოს ფიზიკური აქტივების ადგილზე ინსპექტირება, როგორიცაა მოძრავი შემადგენლობა ან ინფრასტრუქტურის შემადგენელი ელემენტები;

ე) შევიდეს ზედამხედველობის ობიექტის შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის თანამშრომელთა საქმიანობას, უსაფრთხოების მართვის სისტემით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად  ან გამოიყენოს მტკიცებულების მოპოვების სხვა მეთოდი;

ვ) გაეცნოს ზედამხედველობის ობიექტის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებსა და ტექნიკურ ინსტრუქციებს;

ზ) გაესაუბროს სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის თანამშრომლებს, უსაფრთხოების მართვის სისტემით განსაზღვრული პროცესების/პროცედურების პრაქტიკული შესრულებისა და უსაფრთხოების კულტურის შეფასების მიზნით;

თ) ზედამხედველობის ობიექტს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებების მიცემა ან გაესაუბროს მათ თანამშრომლებს უსაფრთხოების პირობებისა და სერტიფიცირების წესების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის საკითხებზე;

ი) მოიპოვოს სხვა მტკიცებულებები და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები;

კ) ზედამხედველობის პროცესში როგორც მტკიცებულებების მოპოვების, ასევე სხვა ნებისმიერი მიზნით, ყველა შესაბამის პირთან კომუნიკაცია განახორციელოს ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით;

ლ) ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მტკიცებულებების ფოტო, ვიდეო, აუდიო ან ვიდეო-აუდიო ფიქსაცია;

მ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ნ) ისეთი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სარკინიგზო უსაფრთხოებას, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს მყისიერი რეაგირება ზედამხედველობის ობიექტს;

ო) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

3. უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) განუხრელად დაიცვას კანონით, ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები;

ბ) ზედამხედველობა განახორციელოს ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევითა და კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით;

გ) დაიცვას პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება უფლებამოსილ პირს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება;

დ) ამ ბრძანებით დადგენილი წესითა და ვადებში მოამზადოს ინსპექტირების ანგარიში, რომელიც მოიცავს სამართლებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ინსპექტირების დასრულების შესახებ გადაწყვეტილების პროექტს, მისი სახელით გასაგზავნ კორესპონდენციას, მოხსენებით და სამსახურებრივ ბარათ