1. ინსპექტირების  პროცესში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს:

ა) ინსპექტირების ობიექტის მიერ დაცულია თუ არა კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი  წესები და მოთხოვნები მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ;

ბ) ინსპექტირების ობიექტის მიერ ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

გ) ექვემდებარება თუ არა ინსპექტირების ობიექტი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;

დ) სხვა გარემოებები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებები