1. გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ტარდება ინსპექტირების ჩატარების შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში.
2. გეგმური ინსპექტირების ფარგლების დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია ინსპექტირების ობიექტისგან ან გამართოს შეხვედრა ინსპექტირების ობიექტთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფარგლები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის გზით, რის შესახებაც არსებობის შემთხვევაში უნდა ეცნობოს ინსპექტირების ობიექტ