1. წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინსპექტირება – მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, რომელიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს, მემანქანეებისა და მათი დამსაქმებლების შემოწმებასა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ბ) ინსპექტირების ობიექტი – მემანქანე ან დამსაქმებელი, კერძოდ, სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი (მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი), სადაც მუშაობს მემანქანე და რომლის მიმართაც ხორციელდება გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირება;
გ) უფლებამოსილი პირი – სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ ინსპექტირებას სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში და მისი სახელით.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
ინსპექტირების მიზნები, სახეები და ფარგლე