1. სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს არაგეგმური ინსპექტირება.

2. სააგენტოს მიერ არაგეგმური ინსპექტირების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირის განცხადება, რომლის საფუძველზეც წარმოიშობა გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების შესაძლო დარღვევის თაობაზ