1. სამსახური უფლებამოსილია, ჩაატაროს მონაცემთა დამუშავების კანონიერების არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება) საკუთარი ინიციატივით ან შეტყობინების საფუძველზე.
2. სამსახურის მიერ საკუთარი ინიციატივით მონაცემთა დამუშავების კანონიერების არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირება) დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან სხვა წყაროთი გავრცელებული ინფორმაცია მონაცემთა კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევით დამუშავების ფაქტზე;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის ფარგლებში (მათ შორის, ელექტრონულ სისტემებში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფარგლებში) გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი;
გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის და სპეციალური წარმომადგენლის მიერ სამსახურისათვის კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) ნებისმიერი სხვა მოქმედება ან/და ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მონაცემთა კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევით დამუშავება