1. სამსახური უფლებამოსილია ჩაატაროს მონაცემთა დამუშავების კანონიერების არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება) საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის შეტყობინების საფუძველზე.

2. სამსახურის მიერ საკუთარი ინიციატივით მონაცემთა დამუშავების კანონიერების არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირება) დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შესაძლებელია იყოს:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან სხვა წყაროთი გავრცელებული ინფორმაცია მონაცემთა კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევით დამუშავების ფაქტზე;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის ფარგლებში (მათ შორის, ელექტრონულ სისტემებში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფარგლებში) გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი;

გ) მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურისთვის (სახელმწიფო ინსპექტორისათვის) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ინფორმაციის მიწოდების ან/და შეტყობინების ვალდებულების (მათ შორის, კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების და მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების) შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

დ) ნებისმიერი სხვა მოქმედება ან/და ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მონაცემთა კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევით დამუშავება