1. მხარეს უფლება აქვს:

ა) წარმოადგინოს მტკიცებულებები, ახსნა-განმარტებები, შენიშვნები და მოსაზრებები;

ბ) როგორც მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში, ასევე ამ პროცესის დასრულების შემდგომ, მოითხოვოს საქმის წარმოების მასალების გაცნობა ან მასალების ასლების გადაცემა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა), თუ აღნიშნული ხელს არ უშლის მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას;

გ) სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში ისარგებლოს ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მომსახურებით;

ე) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლის მეშვეობით, მათ შორის, ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით;

ვ) მოითხოვოს სამსახურის თანამშრომლის აცილება;

ზ) მოითხოვოს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა;

თ) გაასაჩივროს სამსახურის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) სახელმწიფო ინსპექტორთან გაასაჩივროს სამსახურის თანამშრომლის უკანონო ქმედება;

კ) ისარგებლოს ამ წესითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

2. მხარე ვალდებულია:

ა) დაემორჩილოს სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას და უზრუნველყოს ამ მოთხოვნის მითითებულ ვადაში ჯეროვანი შეასრულება;

ბ) უზრუნველყოს სამსახურის თანამშრომელი სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, ადგილზე შემოწმების განხორციელებისას, სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნის შემთხვევაში, დროებით გამოუყოს მას სამუშაო ოთახი ან ადგილი;

გ) უზრუნველყოს სამსახურის თანამშრომელი მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლისთვის საჭირო ყველა ინფორმაციით/დოკუმენტაციით, ამასთან, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისრულეზე;

დ) არ ჩაერიოს სამსახურის თანამშრომლის საქმიანობაში, არ შეაფერხოს და არ დააბრკოლოს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესი;

ე) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“-„ე“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები და მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები ასევე ვრცელდება დაინტერესებულ პირებზე და მესამე პირებზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თარჯიმნის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მისი მოწვევის ინიციატორი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით - სამსახურ