1. მხარეს, დაინტერესებულ პირსა და მესამე პირს უფლება აქვთ, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში მონაწილეობა მიიღონ წარმომადგენელის/წარმომადგენლების მეშვეობით.
2. წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით (მინდობილობით), თუ მარწმუნებელი ფიზიკური პირია;
ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით ან ამ რეესტრში ასახული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი რწმუნებით (მინდობილობით) ან სანოტარო აქტით, თუ მარწმუნებელი კერძო დაწესებულებაა ან ინდივიდუალური მეწარმეა;
გ) შესაბამისი ნორმატიული აქტით ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ მარწმუნებელი საჯარო დაწესებულებაა.
3. თუ მარწმუნებელი მხარდაჭერის მიმღები, ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ფიზიკური პირია, მის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მშობელი, მშვილებელი, მეურვე ან მზრუნველი, რომელმაც სამსახურს უნდა წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. მხარის, დაინტერესებული პირისა და მესამე პირის მიერ წარმომადგენლის არდანიშვნა ან წარმომადგენლის უარი მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში მონაწილეობაზე, არ აჩერებს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესს.
5. თუ მხარემ, დაინტერესებულმა პირმა ან მესამე პირმა დანიშნა წარმომადგენელი, სამსახური უფლებამოსილია:
ა) მარწმუნებლისათვის განკუთვნილი ყველა დოკუმენტი გაუგზავნოს წარმომადგენელს, თუ მხარეს, დაინტერესებულ პირს ან მესამე პირს არ მოუთხოვია სხვაგვარად;
ბ) საქმის წარმოების ყველა საკითხზე მიმართოს წარმომადგენელს.
6. მხარე, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი დანიშნოს წარმომადგენლად. მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური აღარ არის პასუხისმგებელი დოკუმენტის გაგზავნაზე.
მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყებისა და შეწყვეტის წე