1. განცხადების რეგისტრაციიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული სწავლობს წარმოდგენილი განცხადების ამ წესის მე-16 მუხლთან შესაბამისობას.
2. თუ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მისი რეგისტრაციიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირი წერილობითი ფორმით აცნობებს განმცხადებელს განცხადების განსახილველად მიღების თაობაზე და გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ. განცხადება განსახილველად მიღებულად ჩაითვლება და განხილვის ვადის დინება დაიწყება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის მიერ განმცხადებლისთვის გაგზავნილი წერილის რეგისტრაციის თარიღიდან.
3. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-16 მუხლის მოთხოვნებს, განცხადების რეგისტრაციიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის მიერ განმცხადებელს წერილობითი ფორმით მიეწოდება ინფორმაცია ხარვეზ(ებ)ის თაობაზე და განესაზღვრება გონივრული ვადა (არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღისა) მის გამოსასწორებლად. თუ განმცხადებელი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის დადგენილ ხარვეზ(ებ)ს, განცხადება ავტომატურად დარჩება განუხილველი.
4. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირი ვალდებულია ხარვეზის შესახებ ინფორმაციის განმცხადებლისთვის მიწოდებისას განუმარტოს მას განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლო შედეგი და აღნიშნულის გასაჩივრების უფლების შესახებ (მათ შორის, საჩივრის განმხილველი ორგანოს დასახელება, მისამართი და გასაჩივრების ვადა).
5. განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის მიზეზით განცხადება განუხილველად დატოვებულად ჩაითვლება განმცხადებლისთვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით სამსახურის მიერ განსაზღვრული ვადის დასრულებისთანავე, რის შესახებაც განმცხადებელს ინფორმაცია დამატებით არ მიეწოდება.
6. თუ განმცხადებელი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის ხარვეზ(ებ)ს, განცხადების განსახილველად მიღების საკითხი გადაწყდება განმცხადებლის განმეორებითი მომართვიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
7. თუ განმცხადებელი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაწილობრივ აღმოფხვრის ხარვეზ(ებ)ს, განცხადებისთვის განმეორებითი ხარვეზის დადგენა განხორციელდება ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით, განმცხადებლის განმეორებითი მომართვიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის