1. კომისია არ განიხილავს განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:
ა) მასში მითითებული მოთხოვნის განხილვა არ განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას;
ბ) იგი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) არსებობს კომისიის გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;
დ) ამ წესების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით, აგრეთვე, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეჩერების საფუძვლი არ აღმოიფხვრა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებულ პირს განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის შეტანიდან 5 დღის ვადაში ეცნობება მისი განუხილველად დატოვების თაობაზე და წერილობით განემარტება გასაჩივრების წეს