არბიტრაჟი მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ:
ა) სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმეობაზე;
ბ) საარბიტრაჟო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელი დარჩეს განუხილველი;
გ) არცერთი მხარე არ გამოცხადდა;
დ) საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე;
ე) არ არის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი.
იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო პრეტენზიის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საერთო წესის დაცვი