1. შპს „სიმართლის სხივი“ საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (შემდგომში – არბიტრაჟი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ სამოქალაქო დავას „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. მუდმივმოქმედ არბიტრაჟში მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას ამ დებულებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით.
4. საარბიტრაჟო საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის საფუძველზე; მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები; მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტი უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტი.
5. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ მხარეების სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.
6. არბიტრაჟი უფლებამოსილია, მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით და ამ საკითხის განხილვისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით.
7. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით.
8. კანონიერ ძალაში შესული არბიტრაჟის გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთათვის.