1.

საარბიტრაჟო განხილვის წესს განსაზღვრავენ მხარეები„არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება არბიტრაჟის მიერ დადგენილი წესით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2.

საარბიტრაჟო განხილვისას დგება საარბიტრაჟო სხდომის ოქმი, რომელსაც ადგენს სხდომის მდივანი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან/და

ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ძირითად მომენტებს. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს საარბიტრაჟო სხდომის ჩატარების თარიღი, სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო. ოქმს ხელს აწერს არბიტრი და მდივანი, ხოლო თუ საქმეს განიხილავს არბიტრაჟი კოლეგიური შემადგენლობით – არბიტრაჟის თავმჯდომარე და მდივან