1. კომისია 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის შესაბამისობას კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესების მოთხოვნებთან.

2. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირი კომისიაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, მას განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ უნდა იყოს  5 დღეზე ნაკლები. კომისია უფლებამოსილია, განმცხადებლის/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის  თხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 დღისა, გააგრძელოს ეს ვადა. ამ ვადაში  სადავო საკითხის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

4. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი დარჩება განუხილველად, რის თაობაზეც განმცხადებელს/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ეცნობება წერილობით და განემარტება გასაჩივრების წეს