1. კომისიის აპარატი განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად გადაუგზავნის შესაბამის საწარმოს დავასთან დაკავშირებით სრული დოკუმენტაციისა და საწარმოს წერილობითი მოსაზრების მიღების მიზნით.
2. საწარმო ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოსაზრება და დავასთან დაკავშირებული დოკუმენტები სრულად წარუდგინოს კომისიასა და განმცხადებელს/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, თუ კომისიის აპარატის წერილობით მოთხოვნაში სხვა ვადა არ არის მითითებულ