1. სადავო საკითხის განსახილველად მომზადების მიზნით, კომისია/კომისიის აპარატი უფლებამოსილია, შეაგროვოს ცნობები, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი და გადაიღოს შესაბამისი ფოტო ან ვიდეო მასალა, დამატებით გამოითხოვოს მხარეებისაგან დოკუმენტები, აგრეთვე, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით.
2. კომისია/კომისიის აპარატი უფლებამოსილია, სადავო საკითხთან დაკავშირებული გარემოებების დამატებითი შესწავლის მიზნით, დაინტერესებული პირების მონაწილეობით გამართოს სამუშაო შეხვედრა. კომისიის აპარატი ადგენს სამუშაო შეხვედრის ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ მონაწილე მხარეები. თუ მხარე უარს აცხადებს სამუშაო შეხვედრის ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ მიეთითება ოქმში.
3. ამ წესების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო, შესაბამის შემთხვევებში – მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარედგინება კომისია