1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს თავისი შინაგანი რწმენით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, ფაქტებისა და მტკიცებულებების ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს მისი გასაჩივრების წესი, ვადა და ადგილი. ამ წესების მე-20 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითება მისი აღსრულების მექანიზმი.

3. გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, კომისიის წევრი ვალდებულია, კომისიის გადაწყვეტილებას წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

4. კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეკვიზიტებს და შედგება აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. აღწერილობით ნაწილში აღინიშნება დავის საგნის შინაარსი (დავის საგანი და მისი მოთხოვნის საფუძვლები), სამოტივაციო ნაწილში – კომისიის დასაბუთება დავის საგანთან მიმართებით (დავის გადაწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება), ხოლო სარეზოლუციო ნაწილში – კომისიის გადაწყვეტილება.

5. განცხადების განხილვის შედეგად, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განცხადების სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) დადგენილების  გაუქმებისა და საწარმოსთვის საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ;

ე) მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს მის საფუძველზე დაკისრებული და გადახდილი ფულადი თანხების დაბრუნებას.

8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს გასაჩივრებული დადგენილების კომისიის მიერ ძალაში უცვლელად დატოვება, გაუქმება ან განუხილველად დატოვება არ უზღუდავს კომისიას უფლებას, დადგენილებისგან დამოუკიდებლად განიხილოს და გადაწყვიტოს საწარმოს მიერ მომხმარებლის მიმართ განხორციელებული დარიცხვის საფუძვლიანობის საკითხი.

9. კომისია უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ერთობლივად განიხილოს განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილებისა და დარიცხვის თაობაზე.

10. იმ შემთხვევაში, თუ სადავო საკითხის განხილვისას გამოვლინდა საწარმოს მიერ სალიცენზიო პირობის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევა, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, შესაძლოა, მიეცეს დავალება კონკრეტული გარემოებების შესწავლის თაობაზე, კანონმდებლობის შესაბამისად საკითხის განხილვის მიზნი