1. კომისია განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას შებოჭილი არ არის განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის  ფორმულირებით და სადავო საკითხის დროულად გადაწყვეტის მიზნით, შეუძლია, დაინტერესებულ პირს განუმარტოს მისი უფლებები, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ და დაეხმაროს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა  გამოკვლევასთან დაკავშირებით განაცხადოს შუამდგომლობა. კომისია არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას, თუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს მას.

3. კომისია უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება დავასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის ან გამოთხოვის, ცნობების შეგროვების, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

4. კომისია სადავო საკითხს განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ამ წესების მე-18 მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.

5. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენის გარეშე კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომის ჩატარების გარეშე, კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. კომისიის წევრი ხმას აძლევს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ხმის მიცემაში მონაწილეობს კომისიის არანაკლებ 3 წევრ